Lrc Player

FuLA - « Northern Light » (192K)

Unknown artist
[04:00.82]·Synced by Guest·
This lyric sheet isn't paired with a song yet, so lines are shown but won't sync or seek.

[00:02.29] Lyrics:

[00:25.03] ჯერ მხოლოდ ცამეტი წლის ვარ

[00:27.54] ამ ცამეტიდან ცამეტი მახსოვს,

[00:30.09] არასდროს მომიკლავს თავი და

[00:31.78] ეს ცამეტი წელი იძლევა დასტურს.

[00:34.08] ჩავქრი ? თუ ვბრწყინავ ?

[00:35.77] არ აქვს პასუხი ქალაქს უსახოს

[00:38.06] და შენ ასკვნი მე ვინ ვარ ?!

[00:40.01] ვსეირნობ საკუთარ თავთან ახლოს ...

[00:43.27] ნუთუ აქ მხოლოდ იმისთვის გავჩნდი რომ დამსგავსებოდა ოთახი კარცერს ?!

[00:47.52] იქნებ აქ სწორედ იმისთვის დავრჩი რომ დიდი აფეთქება უნდოდათ მარცვლებს ?!

[00:51.82] არც ერთ წამს არ დავკარგავ, არც ერთ შანსს და არც ერთ ნამცეცს,

[00:56.27] ასეც და ისეც კარგად ვარ. ვარ. ვერაფერი ვერ მამარცხებს ...

[01:00.52] ჩემს დაუკითხავად ჩავიდა მზე,

[01:02.78] ჩემს დაუკითხავად გავიდა დრო,

[01:04.84] ჩემს დაუკითხავად დავიბადე,

[01:07.03] მინდა შენს დაუკითხავად გავიზარდო,

[01:09.34] ამიტომ ამინ! ... და რა მინდა მე ?...

[01:11.54] თუ არ გინდა ჩემთვის ავი კარგო,

[01:14.02] მაშინ დამეხმარე ავიბარგო,

[01:16.03] ერთხელ კიდევ იქნებ სადმე დავიკარგო ...

[01:18.27] მე არც წინ ვარ და არც უკან,

[01:20.34] არც კარს მიღმა და არც კარს უკან,

[01:22.50] წინასწარ არ ვიცი რას ვიზამ,

[01:24.76] სულ უნდა მელოდე, რას იზამ ... ?!

[01:27.03] ალბათ არ გახსოვს რა გითხარი,

[01:29.32] ალბათ ისევ გაატარე,

[01:31.52] ზოგჯერ ცხადშიც ვარ სიზმარი,

[01:33.77] ეს ღამეც დავასამარე ...

[01:35.78] ---------------------------------

[01:53.52] რად მინდა ამდენი ოქრო ბოლოს თუ მიწად მექცა,

[01:57.74] მერე როგორ ვიბობოქრო თუ ეს სული წამექცა,

[02:02.30] თუ მფარველი ანგელოზი ჯერ ისევ არ გამექცა,

[02:06.53] ვიქნები ფანატიკოსი, ოღონდ გახსნას რამე ცა ...

[02:11.27] ან იქნებ სადაც ვარ ამჟამად მე,

[02:13.77] თუ გადის აქედან რაიმე გზა,

[02:16.03] სანამ გზას კვალით დავფარავდე,

[02:18.52] ფილტვები კვამლით აივსება ...

[02:20.59] ჯერ ისევ მდუმარე ვარ ისევ და

[02:22.84] ვარ მზის ღიმილი, მთვარის სევდა,

[02:24.77] რამდენი წელია ვარ ისევ და

[02:27.24] ეს ჩაიც სულ გამიყავისფერდა,

[02:29.26] რამდენიც დავაშრე დამისველდა

[02:31.52] თვალები, ვისროლე ლამის სეტყვა,

[02:34.02] ეგ ჭიქა ბოლომდე გამივსე და

[02:36.03] მომაფიქრებინე რამე სიტყვა ...

[02:38.27] არასდროს შედგება ჩვენ შორის რამე შერიგება ან რამე გარიგება,

[02:42.51] აქედან იცოდეთ, როგორც თქვენ გეგონათ ისე აღარასდროს არ იქნება !

[02:47.03] მე ვაკეთე და თუ რამე გავანადგურე, ამისიც მინდოდა გაკეთება,

[02:51.52] ნეტავ სად იქნება შემდეგი სადგური, მოვაწყო შემდეგი აფეთქება,

[02:56.05] აქედან არ გადავვარდები და... მსგავსი არაფერი მახსენდება,

[03:00.53] ნათება ჩრდილოეთ ნათების და... ექვსი თვე აქ აღარ გათენდება ...