FuLA - _Sweet Love_
[00:01.32] Lyrics:
[00:09.54] ვდგავ ნაბიჯს ისე თითქოს დედამიწას ვთელავ ფეხქვეშ,
[00:13.15] თუმცა მთელ ამ ილუზიას მინუსი აქვს ჭერქვეშ,
[00:16.47] როდის დავეხსნები ამ შენობას, ღამეს პირქუშს,
[00:20.02] მელის პრინცესა სასახლეში, ვტოვებ ამ ჯიხურს...
[00:23.13] სახეს ცინიკურს ვიღებ და ოდნავადაც არ ვღელავ,
[00:26.43] ბოლო დროს სულ აღარ მიღებ, ამიტომ შენს ცაზე ველავ,
[00:30.06] წამებს წუთებში ვწელავ, სანამ შენ ნუგეშს მიცელავ,
[00:33.62] თვალის გუგებში ფართომ და გულში ნუგეშისცემამ -
[00:37.28] ვერ გამართო უშენობისას აქ ვერც ერთმა სცენამ,
[00:40.75] ვისკის ბოთლების ცვენამ, ფიქრის ბოდვების ფრენამ,
[00:42.43] ნეტავ რა გესმის შენ ამ მონოლოგიდან
[00:47.66] სმენამ არ გიღალატოს არ დამტოვო, არ გატკინოს ტკენამ ...
[00:51.43] მეც ხომ ადამიანი ვარ, ნაღდად ადამიანი,
[00:54.74] შენ რომ დარჩი სახტად, მე მაგ დროს სად არ ვიარე,
[00:58.58] შენ რომ დარჩი სახლში, მე მაინც გამოგიარე,
[01:01.85] ნუ ხარ პანიკაში, არ თქვა რომ არ მოგიარე...
[01:05.41] ნეტა ვიდე რას განიცდი,
[01:08.73] ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ,
[01:12.02] ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
[01:15.53] და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე ... (2X)
[01:33.71] მნახე საიდან სად,
[01:35.41] ჩემით რომ გახდი ავად,
[01:37.35] მომსწრე გახლდი თვად,
[01:38.97] ვერაფერს დამიმალავ...
[01:40.13] "Love is love ... Love is love ... Love "
[01:42.66] შენ მე გზას მიკვალავ,
[01:44.36] ამ გზას მოვყვები კვლავ,
[01:46.04] ამბად მოვყვები ხვალ...
[01:48.04] რამდენ რამეს ჩვენზე მოვყვები და რეებს ხომ ხვდები,
[01:51.34] მაშინ გადაგეხვევი როცა შენ ამიმბოხდები,
[01:54.90] სწორედ ამიტომ, ფეხქვეშ უნდა გავიგო გზები,
[01:58.17] რომ გავიგო როგორ ხარ, რას ფიქრობ და სად იმყოფები...
[02:02.01] დიახ, მე მინდა ფრენა, მე ყველაფერს ვეცდები,
[02:05.35] მზად ვარ ვესესხო ეშმაკს ფული, ანგელოზებს ფრთები,
[02:09.11] გაიგებ ახლოს იმას რასაც შორიდან ვერ ხვდები,
[02:12.30] ვიქნებით პირისპირ, ვეღარ დამიპირისპირდები,
[02:16.03] გპირდები... მე... სულ მე სულ მე ვიქნები ..
[02:19.77] გჭირდები... და თურმე სულ გესიზმრები,
[02:23.22] ათასერთჯერ აგიხსნი ათასჯერ თუ ვერ მიხვდები,
[02:26.94] არა მართლა არ ვიცი ოდესმე თუ მეღირსები ...
[02:30.13] ნეტა ვიდე რას განიცდი,
[02:33.32] ნეტა ვიცოდე რას ფიქრობ,
[02:37.03] ნეტა ვიცოდე ის რაც არ ვიცი
[02:40.22] და რაც ვიცი ნეტა სულ არ ვიცოდე ... (2X)
