FuLA - ვერ ვაგებინებთ
[00:00.64] Lyrics:
[00:12.61] ამ ხალხს ვერაფერს გააგებინებ და რამდენჯერაც გინდა გამოკარი ჩახმახს ხელი,
[00:16.11] გასასვლელი როცა არ გაქვს, განცდას ვერ გრძნობ და ეს არის განსაცდელი,
[00:19.29] რამდენი ძირია კიდევ გასაზრდელი, ისევ გამოჩენას მზის და ცის გახსნას ველი,
[00:22.75] რამდენი კითხვაა კიდევ დასასმელი, ისევ ყველა რთული ამოცანის ახსნას ველი.
[00:25.93] მე ჩემთვის ვდგავარ, განა (განა) შენ გელი, მე ვარ FuLA Calypse Shelley (Shelley შეუჩერებელი)
[00:29.12] შენთვის არ ვარ, ამიტომაც შენი ყველა აზრი ჩემზე, იქნებოდა ყოვლად შეუფერებელი,
[00:32.57] შეუფარებელი არა, მოხეტიალე და სადაც დავხეტიალობ იქ ვარ შეუდარებელი,
[00:35.51] ხარ დაუცველი, თუკი ღამეა ბნელი, თუკი რუხია მგელი - თავშეუკავებელი...
[00:38.98] კარგ რეპს კარგი ჩამრთველი უნდა,
[00:40.89] ჯანმრთელს გვერდით ჯანმრთელი უნდა,
[00:42.48] აქ ბნელს ბევრი სანთელი უნდა,
[00:44.07] ამ ცდებს ნეტა რამდენი უნდა,
[00:45.67] ქართველს მარტო ქართველის შურდა,
[00:47.80] ამიტომაც გადაუდაბურდა
[00:49.39] ყველა ქალაქი - გაუსახურდა,
[00:50.98] ყველა სოფელი - გაიქურდა ...
[00:52.32] შენ მაინც იჯექი მშვიდად და სამყაროს ჯოკონდას ღიმილით გახედე,
[00:55.79] იცინე, იმდენი, რამდენიც გეყოფა ძალა და მერე სითავხედე,
[00:58.98] არ ვიცი რა იცი ჩემზე და გირჩევდი თავს საერთოდ ამით არ ღლიდე,
[01:02.18] ასე რომ ყველა ფიქრი გაააციმბირე და ეჭვები დახვრიტე ...
[01:05.39] ჩვენ ჩვენს თავზე პასუხს სხვას უბრალოდ ვერ ვაგებინებთ,
[01:08.58] ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვერაფერს ვერ ვაგებინებთ,
[01:11.77] მეც უკვალოდ, შენც უკვალოდ ისე დავიკარგებით...
[01:14.95] მერე ველოდოთ როდის ჩვენ კიდევ დავიბადებით ... (2X)
[01:32.27] ცხადში ვერ მნახეს, დამისიზმრეს,
[01:33.59] მაინც ვერაფრით ვერ ამითვისეს,
[01:35.18] ოცნება ფეხქვეშ გამისრისეს,
[01:37.06] შენ ხომ არ იცი, რამ იცის ეს?!
[01:38.66] არა მე რა უნდა გამიკვირდეს,
[01:40.53] ან ისე რა უნდა გამიჭირდეს,
[01:42.12] რომ ისეთად ყოფნა მომინდეს,
[01:43.72] რომელიც ყველაფერს ამახინჯებს,
[01:45.31] ლამაზი თუ ხარ შენც ამ მახინჯებს
[01:46.97] არ დაენახო, მაგ ტარაკნისებრს,
[01:48.56] ხომ კარგად იცნობ მაგათ ხრიკებს,
[01:50.95] ხომ იცი რომ გაგაღარიბებს,
[01:52.01] აღარ იღებს აქ ხმას აღარავინ,
[01:53.61] ვინც იღებს ვერაფერს აყალიბებს,
[01:55.22] ბოდვაა! ბოდვაა! ბოდვაა! ბოდვაა!
[01:56.82] ბოდვაა! შეეშვი, გაპანიკებს ...
[01:58.45] და ყოფნა? ნუთუ ყველას მარტო სურს,
[02:00.31] ხალხს ერთმანეთი რატომ სძულს,
[02:02.47] ხალხს ერთმანეთის რატომ შურს... ?!
[02:03.50] გვყავს ერთმანეთი! ჩვენ გვყავს ერთმანეთი!
[02:05.36] მთელი სიცხადით ჩანს სიზმარეთი
[02:06.95] მეც ამ გალაკტიკების მიღმა გავერთი-
[02:08.81] ანდი, ჰოდა როგორც იყო ისე გავერთე,
[02:10.40] აანთე რამე სხვა, ჩააქრე სიგარეტი...
[02:12.00] ცხელებაში ციებაში, რაღაც ახლის ძიებაში,
[02:15.19] ყველაფრის პატიებაში, გამეპარა დრო...
[02:18.64] უბრალოდ ასე მიება, რა შურისძიება,
[02:21.56] რა შურისძიება, მინდა გელაპარაკო ...
[02:24.74] ჩვენ ჩვენს თავზე პასუხს სხვას უბრალოდ ვერ ვაგებინებთ,
[02:27.93] ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვერაფერს ვერ ვაგებინებთ,
[02:31.39] მეც უკვალოდ, შენც უკვალოდ ისე დავიკარგებით...
[02:34.59] მერე ველოდოთ როდის ჩვენ კიდევ დავიბადებით ... (2X)
